Friday, January 25, 2013

ღირსშესანიშნაობები



1.ნიკორწმინდის ტაძარი-გუმბათოვანი ტაძარი სოფელ ნიკორწმინდაში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილიაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.1534 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.








2.ბარაკონის ტაძარი-ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი აჭაში სოფელ ესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის   შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.








3.უდაბნო-მდ. შარეულას მშვენიერ და ღრმა ხეობაში, საშევარდნე მთის ძირას, პატარა დავაკებაა, სადაც დღესაც დგას ჭელიშის
მონასტრის ღვთისმშობლის სანახევროდ დანგრეული ეკლესია და ახლად შეკეთებული სამრეკლო, ირგვლივ კი სამონასტრო ანსამბლის მრავალგვარი ნარჩენია. მონასტერი, როგორც განმარტოებით მდგარი, მოიხსენიება ჭელიშის უდაბნოდაც.
ჭელიშის უდაბნო არსებობის ხანგრძლივობით რაჭის ყველა სავანეს აჭარბებს. აქ, სულ მცირე, 10 საუკუნის განმავლობაში
მაინც გრძელდებოდა ბერმონაზონთა მოღვაწეობა უწყვეტად.
ჭელიშმა უდიდესი მისია აღასრულა რაჭის სასულიერო
და კულტურულ ცხოვრებაში. რად ღირს თუნდაც ის, რომ რაჭაში (და არა მარტო) მოღვაწე სამღვდელოთა უმრავლესობა
თავის დროზე სწორედ აქ იღებდა საღმრთო სწავლა-განათლებას. 100-ზე მეტი მოქმედი ტაძარი ხომ შესაბამისი
რაოდენობის სასულიერო პირს საჭიროებდა.
სავანიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მაღლით, კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის,
რაც ერთიანი სამონასტრო ანსამბლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. გადმოცემით, მიწისქვეშა გვირაბიც კი არსებულა გამოქვაბულებამდე.
გიორგი ბოჭორიძე წერს: `ერთი უძველესი ხანის ცენტრთაგანი
უნდა ყოფილიყო ჭელიში. იმ ხანის ძეგლი იქ არ შემონახულა. ეკლესია ძლიერ დიდი ხნის აშენებული არ უნდა იყოს. იგი შიგნით და გარეთ გალესილია კირით და არავითარი წარწერა არ უჩანს, ვფიქრობ XIV-XVI საუკუნეებისაა.
უძველესი ხანის არის მხოლოდ მონასტრის გამოქვაბულები ბერთათვის და სადაყუდებულო განდგომილთათვის
მაღალ კლდეში.

4.საყინულე-სოფლის დასავლეთით მდებარეობს ბუნებრივი გამოქვაბული"საყინულე"ტყეში საკმაოდ ბნელი დაღმართიანი და ქვიანი ბილიკით,შეუმჩნევლად მიადგება გამოქვაბულის შავად დაღებულ თაღს,რომლის შიგნით არის ვრცელი დარბაზი,გამოქვაბულის ფსკერზე პატარა ტბაა,ყინულივით ცივი წყლით,გამოქვაბულმაც სახელი ყინულის გამო მიიღო, ყინული კი შესასვლელის პირდაპირ შვეულ კედლებზე ჩამოღვენთილი წყლით ჩნდება და თითქმის მთელი წლის განმავლობაში არის.



5. კურორტი შოვი-
შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში.

6.უწერა- საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5°C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი "უწერა" სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებლობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი.


7.ტაძრები:
ნიკორწმინდას ეკლესია (XI ს.), 
მინდას ციხე, 
ონის ციხე (შუა საუკუნეები), 
პატარა ონი – დარბაზული ეკლესია (XI ს.), 
შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ.), 
მთისკალთის(მრავალძალის) დარბაზული ეკლესია(X-XI სს., XIX ს.), 
უწერა - დარბაზული ეკლესია, 
ნანგრევები (X ს.), ღები, 
გამაგრებული საცხოვრებელი (შუა საუკუნეები), 
ბარაკონის ეკლესია (XVIII ს.), 
ხვანჭკარის ციხე და ეკლესია (შუა საუკუნეები), 



No comments:

Post a Comment